კედლის დეკორატიული პანელი (ბამბუკის) SL2036 wood
პანელები ეკოლოგიურია. მათი შემადგენლობის 90%-ს შეადგენს სუფთა ყვითელი ბამბუკი, ხოლო დარჩენილ 10%-ს — პოლიურეთანი, რომელიც მასალას იდეალურ დრეკადობას ანიჭებს.
დიახ, მასალა ცეცხლ- და ნესტგამძლეა, ამიტომ მისი გამოყენება აბაზანაში თავისუფლად შეიძლება. ერთადერთი გამონაკლისია ისეთი ზონები, სადაც პანელს პირდაპირ და მუდმივად ხვდება წყალი (მაგალითად, საშხაპე კაბინის შიგნით).
მონტაჟი არის ძალიან სწრაფი და მარტივი. პანელები სპეციალური სილიკონით მაგრდება ნებისმიერი ტიპის ზედაპირზე, რაც გამორიცხავს რთულ და დამღლელ სამშენებლო პროცესებს.
დიახ, შემადგენლობაში არსებული პოლიურეთანის წყალობით მასალა არის დრეკადი და ძალიან მარტივად ერგება მომრგვალებულ ზედაპირებსა და კოლონებს.
ჩვენ გთავაზობთ გადაბმის მრავალფეროვან სისტემას: პანელების შეერთება შესაძლებელია როგორც სპეციალური პროფილებით, ასევე გვაქვს უპროფილო, გადაბმის პანელები უფრო ერთიანი ზედაპირის ეფექტისთვის.
არა, პანელები მრავალფუნქციურია. მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც კედლის, ასევე ჭერის დეკორის შესაქმნელად. გარდა ამისა, ინტერიერის გასამდიდრებლად, პანელებში თავისუფლად შეგიძლიათ სასურველი განათების ჩამონტაჟებაც.
დაპრესილი ბამბუკი არის ძალიან ძლიერი და ცვეთამედეგი. მას აქვს ადვილად მოსავლელი ზედაპირი, რომელიც ადვილად იწმინდება და დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს.
დიახ, ეს პანელები გარკვეულ დონეზე ახშობს ხმას და უზრუნველყოფს ოთახის თბოიზოლაციას, რაც დამატებით კომფორტს ქმნის სახლში.