ყველაფერი თქვენი
სახლის ზედაპირისთვის
მთავარი კატეგორიები — იატაკიდან კედლამდე. თითოეულში მხოლოდ შერჩეული ბრენდები და მასალები.
ყველაზე მოთხოვნადი
კოლექციები
სადაც იდეა ხდება
სივრცე
თბილისი, ბათუმი, ყვარელი, ყაზბეგი — ჩვენი მასალები ცხოვრობს იქ, სადაც ხარისხს მნიშვნელობა აქვს. ნახეთ ყველა პროექტი ჩვენს გალერეაში.
პროექტების ნახვა →ეწვიეთ ჩვენს
სივრცეს თბილისში
200 კვ.მ ფართის შოურუმი, სადაც პირადად ნახავთ ყველა მასალას, შეეხებით, შეადარებთ. ვიწვევთ ყავაზე — განვიხილოთ თქვენი პროექტი ერთად.
10:00 — 19:00
ხშირად დასმული
კითხვები
დიახ, ჩვენი გუნდი სიამოვნებით გაგიწევთ სრულ კონსულტაციას. თქვენი პროექტიდან გამომდინარე, ზუსტად დაგითვლით როგორც საჭირო მასალების რაოდენობას, ისე წინასწარ ბიუჯეტს, რათა მაქსიმალურად გაგიმარტივოთ დაგეგმვის პროცესი.
ამ ეტაპზე საკუთარი მონტაჟის გუნდი არ გვყავს, თუმცა აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოცდილ და სანდო პროფესიონალ ხელოსნებთან, რომლებთან დაკავშირებაშიც სიამოვნებით დაგეხმარებით.
დიახ, ჩვენ ვზრუნავთ თქვენს კომფორტზე და უზრუნველყოფთ შეძენილი პროდუქციის მიწოდებას:
-
თბილისის მასშტაბით: მიწოდება სრულიად უფასოა 2000 ლარის ან მეტი ღირებულების შენაძენზე.
-
რეგიონებში: ტრანსპორტირების ღირებულება ითვლება ინდივიდუალურად, დანიშნულების ადგილისა და მანძილის მიხედვით.
დეტალური ინფორმაციისთვის ან შეკვეთის ოდენობის შესამოწმებლად, გთხოვთ, წინასწარ დაგვიკავშირდეთ.
დიახ, ჩვენთან მოქმედებს საქართველოს ბანკის „ნაწილ-ნაწილ“ განვადება.
შეგიძლიათ შენაძენის თანხა გაიყოთ 4 თანაბარ ნაწილად და გადაიხადოთ 4 თვის განმავლობაში. სერვისი არის სრულიად უფასო — არ ემატება არც პროცენტი და არც რაიმე დამატებითი საკომისიო.
არ არის საჭირო საბანკო განვადების დამტკიცების მოლოდინი ან შემოსავლების დადასტურება; გჭირდებათ მხოლოდ საქართველოს ბანკის აქტიური ბარათი და მობილბანკი.
ჩვენს შოურუმში წარმოდგენილია მრავალფეროვანი ასორტიმენტი და პროდუქციის ნაწილი მუდმივად ხელმისაწვდომია ადგილზე.
თუმცა, ინდივიდუალური საჭიროებებიდან, სასურველი დიზაინიდან ან მოცულობიდან გამომდინარე, შესაძლებელია შეკვეთის წინასწარ მოძიებაც.
ვერ იპოვეთ პასუხი?
დაგვიკავშირდით პირდაპირ — სამუშაო საათებში ჩვეულებრივ 30 წუთში გიპასუხებთ.