კედლის დეკორატიული პანელი (ბამბუკის) SL2030 wood

119 ₾ / კვ.მ 140 ₾ −15%
გამოთვალე საჭირო რაოდენობა
კვ.მ
საერთო ღირებულება: 436
მიწოდება: 1 ცალი = 3.66 კვ.მ
დაზოგილი თანხა: 77
💡 1 ცალი = 3.66 კვ.მ
ტექნიკური მახასიათებლები +
  • მასალა ბამბუკი 90%, პოლიურეთანი 10%
  • სიგანე 1220მმ
  • სიმაღლე 3000მმ
  • სისქე 8მმ
  • ზედაპირის ფაქტურა ხე
ხშირად დასმული კითხვები +
რისგან შედგება დეკორატიული პანელები და რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის?

პანელები  ეკოლოგიურია. მათი შემადგენლობის 90%-ს შეადგენს სუფთა ყვითელი ბამბუკი, ხოლო დარჩენილ 10%-ს — პოლიურეთანი, რომელიც მასალას იდეალურ დრეკადობას ანიჭებს.

შეიძლება თუ არა ამ პანელების აბაზანაში გაკვრა?

დიახ, მასალა ცეცხლ- და ნესტგამძლეა, ამიტომ მისი გამოყენება აბაზანაში თავისუფლად შეიძლება. ერთადერთი გამონაკლისია ისეთი ზონები, სადაც პანელს პირდაპირ და მუდმივად ხვდება წყალი (მაგალითად, საშხაპე კაბინის შიგნით).

როგორ მაგრდება პანელები და სჭირდება თუ არა კედელს განსაკუთრებული მომზადება?

მონტაჟი არის ძალიან სწრაფი და მარტივი. პანელები სპეციალური სილიკონით მაგრდება ნებისმიერი ტიპის ზედაპირზე, რაც გამორიცხავს რთულ და დამღლელ სამშენებლო პროცესებს.

შეიძლება თუ არა პანელის გაკვრა მომრგვალებულ კედელზე ან კოლონაზე (სვეტზე)?

დიახ, შემადგენლობაში არსებული პოლიურეთანის წყალობით მასალა არის დრეკადი და ძალიან მარტივად ერგება მომრგვალებულ ზედაპირებსა და კოლონებს.

როგორ ჩანს პანელების გადაბმის ადგილები?

ჩვენ გთავაზობთ გადაბმის მრავალფეროვან სისტემას: პანელების შეერთება შესაძლებელია როგორც სპეციალური პროფილებით, ასევე გვაქვს უპროფილო, გადაბმის პანელები უფრო ერთიანი ზედაპირის ეფექტისთვის.

მხოლოდ კედლისთვის გამოიყენება ეს პანელები?

არა, პანელები მრავალფუნქციურია. მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც კედლის, ასევე ჭერის დეკორის შესაქმნელად. გარდა ამისა, ინტერიერის გასამდიდრებლად, პანელებში თავისუფლად შეგიძლიათ სასურველი განათების ჩამონტაჟებაც.

რამდენად გამძლეა მასალა და როგორ უნდა მოვუარო მას?

დაპრესილი ბამბუკი არის ძალიან ძლიერი და ცვეთამედეგი. მას აქვს ადვილად მოსავლელი ზედაპირი, რომელიც ადვილად იწმინდება და  დიდ ძალისხმევას არ საჭიროებს.

აქვს თუ არა პანელებს ხმის ან თბოიზოლაციის თვისებები?

დიახ, ეს პანელები გარკვეულ დონეზე ახშობს ხმას და უზრუნველყოფს ოთახის თბოიზოლაციას, რაც დამატებით კომფორტს ქმნის სახლში.

0 ფავორიტები
ჩვენს შესახებ კატალოგი პროექტები კონტაქტი