როგორ დავიწყეთ
ისტორია 2009 წელს დაიწყო, თბილისში — პატარა სახელოსნოში, სადაც პირველი მუხის დაფა საქართველოში ფრანგული წყობით დადო ჩვენმა დამფუძნებელმა.
პირველი 5 წელი — მხოლოდ რეფერალები, ერთი პროექტიდან მეორემდე. 2014 წლიდან გავხდით ქართული ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი იმპორტიორი — ვიყავით პირველები, ვინც ქართველ კლიენტს შესთავაზა ის ხარისხი, რაც მანამდე მხოლოდ ევროპაში იყო.
დღეს Interno არის 200 კვ.მ შოურუმი ალ. ყაზბეგზე, 18 ადამიანის გუნდი, 12 ევროპული ბრენდი პორტფოლიოში — და ერთი უცვლელი წესი: მასალა, რომელსაც ჩვენ თვითონ არ ვიყიდიდით, კლიენტს არ ვთავაზობთ.